რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა 18 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზადაა ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის დასაწყებად, თუმცა ეჭვობს ოპოზიციაში ამ საპასუხო ინტერესი არსებობდეს. პუტინის მტკიცებით, მან ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი მოლაპარაკებებზე მიიწვია, თუმცა შეხვედრა ვერ მოხერხდა.
,,ამბობენ, რომ დისკუსია სურთ და ხელისუფლების წევრების არ უსმენენ. ჩვენ დავპატიჟეთ და არ მოვიდნენ. ეხლა კითხვა გვაქვს: რა სურთ მათ? მათ უნდათ თქვან რომ დისკუსია არ იმართება თუ უბრალოდ დისკუსია არ აინტერესებთ?“ - განაცხადა პუტინმა. მას არც მიწვევის დროს და არც მიწვეული ლიდერების სახელები დაუკონკრეტებია.
გარდა ამისა, პუტინმა რადიოსადგური ”ეხო მოსკვი” მის შეურაცხყოფასა და საგარეო ძალების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა.




