მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5% იქნება. 2013 წელს კი, ქვეყანაში ეკონომიკა 5,2%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკმა შეამცირა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2012 წელს განვითარებად ქვეყნებში მშპ-ს ზრდა 6,2%-ის ნაცვლად, 5% იქნება. ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს რუსეთში ეკონომიკური ზრდა 3,5% იქნება, აზერბაიჯანში 3,1%, სომხეთში 4,3%, ხოლო თურქეთში მშპ-ს ზრდა 2,9% მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2011 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდამ 6,5% შეადგინა, თუმცა მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე პრემიერ ნიკა გილაურის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, 2011 წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6,5%-ის ნაცვლად 6,8% შეადგინა.




