საქსტატის 2011 წლის ივლის–აგვისტოს წინასწარი მონაცემებით საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპმა საშუალოდ 6.2% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ივლისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,2%, ხოლო აგვისტოში - 8,1%–ია. მიმდინარე წლის 8 თვეში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი – 9,7% – იანვარში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 1.4% მაისში დაფიქსირდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ფრანგულ გამოცემა LaTribune–თან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს და განმარტავს, რომ საქართველოში 2010 წლის მსგავსად მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდება და სავარაუდოდ, 6,5% იქნება.
tbl.ge/pkk
დაკოპირდა




