საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUM M) ხელმძღვანელმა ანდრეი ტიშკიევიჩმა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მხარის პრინციპული პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომ საქართველო განუხრელად ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას და ცდილობს მაქსიმალურად ღიად წარმართოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. ბაჩო ახალიამ ხაზი გაუსვა, რომ ამის დადასტურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობაა. მან მადლობა გადაუხადა ანდრეი ტიშკიევიჩს დამკვირვებელთა მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქვეყანაში არსებული ვითარების ობიექტურად გაცნობისთვის.
tbl.ge/15o7
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- თანხის სანაცვლოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არიდებაში ეხმარებოდა - 1 პირი დააკავეს
- ნორიოს საწვრთნელ არეალში, NATO-ს სწავლების დროს 2 ამერიკელი სამხედრო დაშავდა – სამინისტრო
- ზურაბიშვილი: სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს
- გარდაიცვალა კაპრალი, რომელიც 1 თვის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა
- ღარიბაშვილი ხიდაშელზე: 4 წელი ისე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ, საერთოდ კითხვა არ დასმულა




