ირლანდიის ვიცე-პრემიერმა ეიმონ გილმორმა ეუთოს მუდმივ საბჭოს, ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციიდან, პირველად მიმართა. მან მნიშვნელოვან პრიორიტეტად ეუთოს ზონაში კონფლიქტების მოგვარება დაასახელა.
გილმორმა განაცხადა, რომ ის დნესტრისპირეთის ვითარების მოწესრიგებისთვის ოფიციალური მოლაპარაკებების 5+2 ფორმატში განახლებას მიესალმება. ასევე, მან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე მუშაობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„საქართველოში არსებული სიტუაცია კონკრეტული შეშფოთების საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა ირლანდიის ვიცე–პრემიერმა.




