გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სააგენტოს მოხსენების მიხედვით, ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს მწარმოებელმა გლეხებმა 2011 წელს 1.4 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. ეს კი ქვეყნის მშპ-ს 9%-ს შეადგენს.
2010 წელს ოპიუმზე ფასებმა ზრდა დაიწყო, რადგან მცენარეების სოკოთი დაავადების შემდეგ, მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა მომავალში წარმოება ძველ მასშტაბებს დაუბრუნდა და ავღანური ოპიუმის ფასი 133%-მდე გაიზარდა.
გაეროს განცხადებით ავღანეთი ოპიუმის მსოფლიო მოცულობის 90%-ს აწარმოებს. წინა წელს გაერომ განაცხადა, რომ ოპიუმის წარმოება კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რადგან ფასების მატებასთან ერთად ის კიდევ უფრო მომგებიანი ხდება.
2011 წელს ოპიუმის ყაყაჩო ავღანეთში 131 ჰექტარზე დაითესა, რაც 7%-ით უფრო მეტია 2010 წელთან შედარებით.




