ბათუმში თამარისის დასახლებაში ახალი კვარტალი 3 ათასი დევნილისთვის აშენდა. ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე 22 საცხოვრებელი კორპუსი 608 ოჯახისთვის მოეწყო. პროექტის ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგო ასფალტის საფარი, ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები, დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, ტერიტორია გამწვანდა , აშენდა სპორტული მოედანი ბავშვებისათვის. ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობაზე 5 ათასამდე ადამიანმა იმუშავა. პროექტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით განხორციელდა.

tbl.ge/tcv
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს დანით ჭრილობები მიაყენა - შსს-მ 1 პირი დააკავა
- შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავა
- შსს-მ ბათუმში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
- შსს: ბათუმში 4 პირი 2 ადამიანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დავაკავეთ
- ბათუმში მატარებელმა მოზარდს ფეხზე გადაუარა




