ეუთო

ეუთო: რუსეთში არჩევნებზე მრავალი დარღვევა აღირიცხა

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მეთვალყურეები აღნიშნავენ, რომ არჩევნების დროს აღირიცხა მრავალი დარღვევა ,  იყო აშკარა მანიპულაციის შემთხვევებიც.  ეუთოს ”დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს” საბოლოო ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცესი ”გადახრილი” იყო მმართველი პარტიის  სასარგებლოდ .  ანგარიში აღნიშნავს მიკერძოებულობას  საარჩევნო ორგანოების  და საინფორმაციო საშუალებების უმრავლესობის მუშაობაში, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევას საარჩევნო პროცესში,  იმასაც, რომ   რიგი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმით რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ამომრჩეველს არჩევანი შეუზღუდა. 

 ეუთოს მეთვალყურეები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობამ  და პრაქტიკაში მისმა განხორციელებამ მნიშვნელოვანად შეზღუდა არჩევნებზე საერთაშორისო მეთვალყურეების რაოდენობა და მათი საქმიანობაც.

ანგარიშის ავტორების აზრით, შემდგომი არჩევნებისთვის რუსეთში პირველ რიგში   საჭიროა ,  დამატებითი ზომების გატარება   სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გასამიჯნად, ცენტრალურმა  საარჩევნო კომისიამ  კი  უნდა  უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისადმი თანაბარი  დამოკიდებულება  სახელმწიფო მედიის მხრიდან. 

რუსეთის  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ანგარიშს ”პოლიტიზირებული”  უწოდეს. 

კომენტარები