აფხაზეთის სქიზმატური ეკლესიის ერთ-ერთი ბანაკის ლიდერი, არქიმანდრიტი დოროთე დბარი აცხადებს, რომ მისი თვითგამოცხადებული მიტროპოლიის წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა მიიღო და მათ აფხაზეთის ეკლესიის პრობლემის სინოდზე განხილვას დაპირდა.
www.ekhokavkaza.com-თან ინტერვიუში დოროთე დბარი აცხადებს: ”ჩვენ ჩავედით მსოფლიო პატრიარქის მიწვევით. დელეგაციაში შევდიოდით ხუთი ადამიანი: მე, მამა ანდრია, მამა დავითი (სარსანია) გერმან მარშანია, მიტროპოლიის საბჭოს მდივანი და თემურ ძიძარია, მიტროპოლიის საბჭოს წევრი. შეხვედრაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქმა თქვა, რომ ყველა მასალა, აფხაზეთის ეკლესიის საკითხის შესახებ, მათ მიიღეს და განიხილეს, საეკლესიო-სახალხო ყრილობის მიმართვაც - მათ შორის.... მსოფიო პატრიარქმა გვითხრა, რომ ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა აფხაზი ერისთვის შემდეგი: კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, როგორც დედა ეკლესია, ყველაფერს იღონებს ამ საკითხის გადასაჭრელად. და პირველი, რაც მოხდება - განიხილება ჩვენი საკითხი კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა სინოდზე.”
შეგახსენებთ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია უშუალოდ ემორჩილება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით საქართველოს ეკლესია კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დოროთე დბარის განცხადებაკონსტანტინეპოლის საპატრიარქოში გადამოწმდება.
აფხაზურ სქიზმასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ბერძენი ეპისკოპოსის ანტიკანონიკური ვიზიტი აფხაზეთში




