ირანი ფორდივის მთაში ურანის გამდიდრებას იწყებს. ამასთან ერთად, ირანმა აშშ-ს მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯა.
მუსლიმთა წმინდა ქალაქ ყუმის მახლობლად ფორდივის ბუნკერში ურანის გამდიდრების დაწყება თეირანმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფორდოვში ურანის გამდიდრებას ირანის მხრიდან გაეროს რეზოლუციების დარღვევის "უკიდურესი გამწვავება’"უწოდა. უახლოეს დღეებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანზე ნავთობის ემბარგოს საკითხს განიხილავენ. საფრანგეთი თეირანის წინააღმდეგ "უპრეცედენტო მასშტაბის და სიმკაცრის" სანცქიებს ითხოვს.
ირანმა აშშ-ში დაბადებულ სამხედრო თარჯიმან 28 წლის ამირ მირზა ჰეკმათის სიკვდილი მიუსაჯა. ვაშინგტონი მის ჯაშუშობას უარყოფს და მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს.




