გამოფენა

ჩახუტება

დღეს, 10 იანვარს, 18:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრის ფოიეში გაიმართება თანამედროვე ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით „ჩახუტება“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები.

მონაწილეობენ: გია ხუციშვილი, ნინო ჩიტაიშვილი, დავით გაგოშიძე, გიორგი გაგოშიძე, გუგა კაკაბაძე, თინა ცხადაძე-რატიანი, ეკა მუხაძე, თემურ ჩხუტიშვილი, მაია ქაჯაია, ქეთევან ყაზაიშვილი, ეკა კაკაბაძე, ეკა აბულაძე.
გამოფენა-გაყიდვა თუმანიშვილის თეატრის ფოიეში 31 იანვრამდე გასტანს.

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. 164 

კომენტარები