რელიგია

პაპმა საქართველოში ახალ ელჩს არქიეპისკოპოსობა უბოძა

6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ წმინდა პეტრეს ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა და არქიეპისკოპოსის ხარისხში აღიყვანა მარეკ სოლჩინსკი, ვატიკანის ახალი ელჩი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. წინა ნუნციუსს, მონსენიორ კლაუდი გუჯეროტის მსახურების ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა.

ახლადარჩეული ნუნციუსი სტავიშინში, პოლონეთში დაიბადა 1961 წელს, ხოლო სამღვდელო ხარისხი მიიღო 1987 წელს. ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურში ის იმყოფება 1993 წლიდან. მონსენიორ მარეკი უკვე მსახურებდა პარაგვაიში, რუსეთში, აშშ-ში, თურქეთში, ჩეხეთსა და ესპანეთში.

კომენტარები