ვლადიმირ პუტინი შობის დღესასწაულს სანკტ- პეტერბურგში ფერიცვალების ეკლესიაში შეხვდა. საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მან გაიხსენა ბავშვობა და საკუთარი ნათლობა, რომელიც ამავე ეკლესიაში ჩატარებულა და რომლის დროსაც მღვდელმა მისთვის თურმე მიხაილის დარქმევა დააპირა.
პუტინმა მოყვა, რომ ტაძარში, მოსანათლად დედამ და მეზობელმა მამისგან ჩუმად მიიყვანეს , თან ხაზი გაუსვა, რომ მამამისი კომუნისტი იყო და დასძინა: "მღვდელმა ნათლობისას გვითხრა, რომ იმ დღეს მთავარანგელოზ მიქაელის დღე იყო და ამიტომ აჯობებდა ჩემი სახელიც მიხაილი ყოფილიყო". პუტინმა გაიხსენა, რომ დედამისმა იუარა და მღვდელს აუხსნა, რომ მის შვილს ვლადიმირი მამის საპატივცემულოდ დაერქვა.




