ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა. ის მე-3-ე ქვეითი ბრიგადის 31 -ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურებდა. კაპრალი შალვა ფაილოძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხებოდა. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული ჰქონდა მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ქართველი ჯარისკაცი თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.
ცოტა ხნის წინ , 31 დეკემბერს, ავღანეთში კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი დაიღუპა. ისიც მე-3-ე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ბესიკ ნინიაშვილი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთდა.




