ეგვიპტე

პროკურორმა ჰოსნი მუბარაქის ჩამოხრჩობა მოითხოვა

 

კაიროში მიმდინარე სასამართლო პროცესზე,  პროკურორმა მუსტაფა სულეიმანმა დამხობილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის და ეგვიპტის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჰაბიბ ალ ადლის ჩამოხრჩობა მოითხოვა. პროკურორმა გასული წლის იანვარსა და თებერვალში დემონსტრანტების დახვრეტას დაგეგმილი მკვლელობა უწოდა და მუბარაქი ტირანიაში დაადანაშაულა.

დემონსტრანტების დახოცვის საქმე მუბარაქის და ალ ადლის გარდა ყოფილი დიქტატორის შვილებს ალაას და გამალსაც ეხება. სასამართლო განხილვა 9 იანვრისთვის გადაიდო.

83 წლის ჰოსნი მუბარაქს ბრალი 850 დემონსტრანტის დახოცვაში ედება.

 

კომენტარები