ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ აიოვას შტატში რესპუბლიკელები პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას შეუდგნენ. იქ გუშინ პირველი პაექრობით დაიწყო შიდაპარტიული კონკურსი ე.წ. კოკუსი . ხმის მიცემის პროცედურაში შტატის მასშტაბით დაახლოებით 120 000 პირმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 30015 ხმა მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ მოაგროვა და ამ ეტაპზე გამარჯვებულადაც ის გამოიკვეთა, თუმცა ყოფილი სენატორი პენსილვანიიდან რიკ სანტორუმი რომნის მხოლოდ 8 ხმით ჩამორჩა. სანტორუმს 30007 მხარდაჭერი ჰყავდა, პოლ რონი მესამე ადგილზეა. დანარჩენმა კანდიდატებმა: ნიუტ გინგრიჩმა , რიკ პერიმ და მიშელ ბახმანმა ადგილები მეორე ჯგუფში გადაინაწილეს.
აიოვას კოკუსმა ტრადიციულად გახსნა პარტიული კრება. რესპუბლიკელებმა გამარჯვებული რამდენიმე კანდიდატს შორის უნდა გამოავლინონ. კულმინაცია იქნება აგვისტოში , როცა რესპუბლიკელები ყრილობაზე დაასახელებენ თუ ვინ მიიღებს მათი სახელით მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2012 წლის ნოემბერში გაიმართება.




