გერმანიის ევანგელურ-ლუთერული საბჭოს წარმომადგენელმა, ნიკოლაუს შნაიდერმა მოუწოდა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს გადახედონ ისტორიას და გააცნობიერონ საკუთარი დანაშაული ერთმანეთის მიმართ.
„ორივე მხარის დანაშაულის გამო, დაიღვარა ბევრი სისხლი“ მიიჩნევს შნეიდერი ლუთერული რეფორმაციის 500 წლის მიჯნაზე. გერმანელი ლუთერელების ლიდერი მწუხარებას გამოთქვამს რომ უკანასკნელი წლებისა და საუკუნეების მანძილზე ორივე მხარემ ერთმანეთს მრავალი შეურაცხმყოფელი სიტყვა უთხრეს.
ნიკოლაუს შნაიდერმა ასევე დადებითად შეაფასა ცოტა ხნის წინ, პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს ვიზიტი გერმანიაში.




