ახალი წელი

როგორ შეხვდნენ 2012 წელს მსოფლიოს ქალაქებში

ავსტრალიაში, სიდნეიში ახალ წელს  არნახული , გრანდიოზული პიროდექნიკური შოუთი შეხვდნენ, შოუს ერქვა „ დროა ვიოცნებოთ“. დუბაიში საახალწლო ილუმინაციამ დაამშვენა მსოფლიოს ყველაზე მაღლი შენობა   ბურჯ-ხალიფა.

ტოკიოს ცენტში იაპონელებმა  ცაში საჰაერო ბუშტები გაუშვეს, მათზე  იყო  საახალწლო სურვილების გამომხატველი წარწერები. ლონდონში,   თემზის  სანაპიროზე გრანდიზოულ  ფოიერვერკს   დაახლოებით 250 000 ადამიანი ადევნებდა თვალს.

ბერლინში, პარიზსა და სხვა დედაქალაქებში ასობით ათასი ადამიანი  შეხვდა  ახალ წელს ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებში.

ნიუ იორკში , ტაიმ სკვერზე  ახალი წლის მოსვლა ტრადიციულად ბროლის ბუშტის გაშვებით აღნიშნეს.  2012 წელს ნიუ იორკის ცენტრალურ მოედანზე  მილიონამდე  ადამიანი შეხვდა. ახალი წელი იქ   სინატრას "ნიუ იორკ, ნიო იორკ"-ის ფონზე მოვიდა. 

კომენტარები