ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში ლიდერი დაკრძალეს

კიმ ჩენ ირის დაკრძალვის ცერემონიალს ათი ათასობით ჩრდილოეთ კორეელი დაესწრო. თოვლიან ფხენიანში ლიდერის ცხედარი ცრემლიანმა მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

პროცესიას წინ კიმ ჩენ ირის ვაჟი სამხედრო პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიუძღვოდა.

კიმ ჩენ ირი, რომელიც 1994 წელს მამის კიმ ირ სენი გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობდა ქვეყანას, 17 დეკემბერს 69 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

კომენტარები