ამერიკული სამხედროების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ რამდენიმე დღეში ბაღდადში მომხდარმა აფეთქებებმა 57 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ერაყში პრემიერ ნური ალ-მალიკის შიიტურ მთავრობას და სუნიტ ლიდერებს შორის დაძაბულობა ღრმავდება. არსებული კრიზისის დროს ბაღდადის აფეთქებები ძალადობის პირველი ნიშანია.
ძალადობა ერაყში 2006-2007 წლებში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შემდეგ ჩაცხრა, როდესაც ათასობით სუნიტი და შიიტი დაიღუპა. ერაყი მცირე მასშტაბებში დღესაც ებრძვის მეამბოხე სუნიტ ისლამისტებს, რომელთაც კავშირები ალ-ყაიდასთან აქვს. ამასთან ერთად, შიიტური საბრძოლო შენაერთები, რომლებსაც აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით ირანი ეხმარება, ყოველდღიურ შეტევებს ახორციელებენ.




