მოსკოვი

ნავალნი ვერ ხედავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის აზრს

 

ცნობილი რუსი ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი ალექსეი ნავალნი დღეს დილით, მოძრაობა ”სოლიდარნოსტის” ერთ-ერთ ლიდერთან ილია იაშინთან ერთად გაათავისუფლეს. ალექსეი  ნავალნის დასახვედრად ასამდე მისი მომხრე და ჟურნალისტი მივიდა. ნავალნიმ მათ უთხრა, რომ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად მიაჩნია და აქედან გამომდინარე ვერ ხედავს მასში მონაწილეობის მიღების აზრს. ოპოზიცია რუსეთში 24 დეკემბრის მასობრივი აქციისთვის ემზადება.

 ალექსეი ნავალნი და ილია იაშინი 5 დეკემბერს, მოსკოვის ცენტრში, არჩევნების შემდეგ გამართულ დიდ საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 15 დღიანი  პატიმრობა შეეფარდეს.

 

კომენტარები