რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში, ჩრდილოეთ კორეის საელჩოში მივიდა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების გამო მწუხარების გამოსახატავად. ლავროვმა გააკეთა ჩანაწერი საელჩოს სამგლოვიარო წიგნში და ესაუბრა ჩრდილოეთ კორეის ელჩს. მანამდე კიმ ჩენ ირის გარდაცვალების გამო მწუხარება რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოხატა.
ჩრდილოეთ კორეაში ლიდერს გლოვობენ. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია გადასცემს კადრებს, თუ როგორ ტირიან ჩრდილოეთ კორეელები ლიდერს, რომელმაც ძალაუფლება საკუთარი მამის და „დიდი ბელადის“ გარდაცვალების შემდეგ, 1994 წელს ჩაიბარა, თავად კი ძალაუფლობა მემკვიდრეობით შვილს, კიმ ირ სენს დაუტოვა.




