რუსეთი

კუდრინი : ნავთობზე ფასების დაწევა რუსეთის ოქროს საუკუნეს დაასრულებს

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი ნავთობზე ფასების დაწევის შემთხვევაში რუსეთის „ოქროს საუკუნის“ დასასრულს ელის. მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლება სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, თუკი ნავთობის ფასი აღარ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც დღესაა და თუკი ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეკვეცას ვერ გაექცევა.

ენერგორესურსების წყალობით რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლებმა „ისტორიულ მაქსიმუმს“ მიაღწია, მიმდინარე წელს მან 346 მილიარდი დოლარი შეადგინა“, აღნიშნა კუდრინმა.

ენერგომატარებლებიდან რუსეთის შემოსავლები ბოლო 20 წლის მანძილზე ინტენსიურად იზრდებოდა . შედარებისთვის: 1990 წელს რუსეთმა გაზის და ნავთობის ექსპორტით 23.5 მილიარდი დოლარი მიიღო. ექს-მინისტრის განმარტებით შემოსავლების ზრდა ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა გაეზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ისე, რომ წლიურმა ზრდამ 20% შეადგინა. კუდრინის პროგნოზნით „ ასე ვეღარ გაგრძელდება“. მისი ვარაუდით, თუ ხელისუფლება გადასახადებს არ გაზრდის, მომდევნო 10 წლის მანძილზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის მაჩვენებელი წლიური 10%–ით განისაზღვრება . "ეს კი ნებისმიერ ხელისუფლებას დიდი გამოწვევის  წინაშე დააყენებს. მას პრობლემების გადაწყვეტა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეზღუდვის ფასად მოუწევს.“- აღნიშნა ალექსეი კუდრინმა.

 

კომენტარები