ფილიპინები

ფილიპინებზე სტიქიას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე მომხდარ წყალდიდობას სულ მცირე, 180 ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობა ტროპიკულ შტორმს „ვაშის“ მოყვა.

 ოფიციალური ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტი ადამიანი კუნძულ მინდანაოზე, ქალაქ კაგაიან-დე-ოროში იმსხვერპლა. ამ ქალაქში უკვე ნაპოვნია 100 გვამი - მათ შორის უმეტესობა ბავშვია. ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლის დონემ ღამით მოიმატა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას ეძინა.

 ამ დროისთვის 400 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. სამაშველო ოპერაციებში 10 ათასამდე ჯარისკაცია ჩართული.

 ყოველწლიურად ფილიპინებს ოცამდე დიდი შტორმის გადატანა უწევს.

 

კომენტარები