სოფლის მეურნეობის სუბსიდირება

30 ლარიანი ვაუჩერები "სოფლის მეურნეობისთვის"

სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 ათასამდე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერი გაიცემა. ,,სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც მიწის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, ასევე სასუქის შესაძენად. სასუქი გაიყიდება იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. ვაუჩერების მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე იქნება შესაძლებელი. 2012 წლის პირველი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება ლიბერთი ბანკის ფილიალებში იქნება შესაძლებელი. გოროზიას განმარტებით, ზაზა გოროზიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერით მიღებული შეღავათი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის მცირედი დახმარება იქნება. 

კომენტარები