სოფლის მეურნეობის სუბსიდირება

კომპენსაცია ჰიბრიდული სიმინდისთვის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით სახელმწიფო კომპენსაციებს გასცემს გლეხებზე, რომლებმაც ჰიბრიდული სიმინდის ცუდი მოსავალი მიიღეს.

"შეიძლება ყველას არ გაუმართლა იმედები ჰიბრიდულმა სიმინდმა, მაგრამ ვინც ისეთი მოსავალი ვერ მიიღო, როგორსაც ელოდა, სახელმწიფო მათ  კომპენსაციას მისცემს, რათა  ხელები არ ჩამოუშვან და თავიანთი ოჯახების უკეთესი შემოსავლისთვის ექსპერიმენტები გააგრძელონ" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  ამ დღეებში მან თქვა ისიც, რომ   გლეხები უნდა გათავისუფლდნენ  ჰიბრიდული სიმინდის თესლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. 

კომენტარები