ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე გაფორმდა შეთანხმება 2013 წლის 1 ივლისიდან ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. შეთანხმებას ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა მოაწერა ხელი, მათთან ერთად დოკუმენტს ხელი მოაწერეს ხორვატიის პრემიერ მინისტმა იადრანკ კოსორმა და პრეზიდენტმა ივო იოსიპოვჩმა. მოლაპარაკებები ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანებასთან დაკავშირებით 10 წელი მიმდინარეობდა.
ხორვატია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს მის სწრაფვას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარემ ლუკა ბებიჩიმ გასულ მარტში, თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ ხორვატია მზადაა საქართველოს გაუზიაროს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლის გამოცდილება. ” როდესაც ხორვატია გახდება ევროკავშირის წვერი, მისი სახით საქართველოს ევროკავშირში ეყოლება სანდო პარტნიორი, რომელიც მხარს დაუჭერს მის გაწევრიანებას ევროსტრუქტურებში”- განაცხადა მან.




