სამხრეთ ოსეთი

კოკოითი : ცხინვალში ნარინჯისფერი რევოლუცია არ გამოვა

ედუარდ კოკოითიმ   თქვა, რომ მოახდენს მკაცრ რეაგირებას  მთავარ მოკავშირესა და პარტნიორზე - რუსეთზე  თავდასხმის ნებისმიერ მცდელობაზე. ” დღეს გამოცდის წინაშე დგას ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ მოკავშირესთან - რუსეთის ფედერაციასთან და ვინც არ უნდა სცადოს საკუთარი პოლიტიკური დივიდენდებისთვის ჩვენი ურთიერთობების შელახვა , რუსეთი არის და იქნება ჩვენი   ისტორიული მოკავშირე, მექნება მკაცრი რეაქცია  რუსეთის მიმართულებით თავდასხმებზე    ”-   თქვა კოკოითიმ ცხინვალში საზოგადოების წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე .  სააგენტო  რია ნოვოსტის ცნობით იქვე მან   აღნიშნა:  ” რაც დღეს ხდება არის ერთ-ერთი ფორმა  ნარინჯისფერი რევოლუციის, მაგრამ აქ  რევოლუცია არ გამოვა.”   ოპოზიციის კანდიდატმა  ალა ჯიოევამ   ედუარდ კოკოითის ახალი ულტიმატუმი წაუყენა.  სააგენტო ინტერფაქსის   ინფორმაციით  ცხინვალის ცენტრში მიმდინარე მიტინგზე გამოსვლისას მან კოკოითის   რეგიონის დატოვება 2 დღის ვადაში მოუწოდა.  ინტერფაქსის ცნობით   ჯიოევას არ დაუკონკრეტებია რას  მოიმოქმედებს  ოპოზიცია იმ შემთხვევისთვის, თუ კოკოითი არ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას.

კომენტარები