რუსეთის შესახებ

ფუკუიამა: რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა

ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტეკონომისტი და მწერალი ფრენსის  ფუკუიამა შვეიცარიულ გამოცემას  ”24 heures”    თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის  გავრცელების შემდგომ  ტალღაზე ესაუბრა და   რუსეთთან მიმართებით აღნიშნა: ” რუსეთი  არაა დემოკრატია, რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა და ამის დაფარვას არჩევნებით ცდილობს. რუსები მადლიერები არიან პუტინის იმისთვის, რომ მან წერტილი დაუსვა ელცინის პერიოდის ქაოსს, თუმცა პუტინს  ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ენერგორესურების გამოყენებით გამოსდის, მან ვერ შეძლო   რუსეთის ეკონომიკის განვითარება”.

  ”ყველა ხალხს უნდა ხელისუფლებები პატივისცემით ეკიდებოდნენ მათ ნებას და ღირსებას, თანაც  დემოკრატიის  მშენებლობა ურთულესი პროცესია, დასავლეთის ქვეყნებში ეს ერთ დღეში არ მომხდარა ,   ამასთან ეკონომიკის ზრდა აყალიბებს საშუალო კლასს, რომელიც იწყებს ხოლმე მთავარი როლის შესრულებას  და რომელსაც უჩნდება სურვილი აქტიურად დაიცვას საკუთარი ინტერესები”- აღნიშნავს ფუკუიამა და  დასძენს: ” ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ მსოფლიოში დემოკრატიების რიცხვი 46 -იდან 120-მდე გაიზარდა. მაშინ   არაბული  რეჟიმები თავის ადგილებზე დარჩნენ, დღეს   რაც ხდება  კი  უნდა მივიჩნიოთ უნივერსალურ ჭეშმარიტებად - ადამიანებს სურთ პატივი სცენ მათ  ღირსებას და თავისუფლებას. ”   შეკითხვას - რამდენად შესაძლებელია  ისლამიზმი შეეთავსოს დემოკრატიას?- ცნობილი ამერიკელი  ფილოსოფოსი პასუხობს : ” ვნახოთ. ისლამისტები, რომლებიც დღეს მოდიან ხელისუფლებებში,  გაითვალისწინებენ თურქეთის მოდელს და არა ირანის მოდელს,  თურქეთის მოდელი კი  დემოკრატიაა თავისი  გამორჩეული კულტურული  ფასეულობებით.  ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიებმა  ითამაშეს  უმნიშვნელოვანესი როლი ევროპის  განვითარებაში. ”

ფრენსის ფუკუიამამ  თავის ცნობილ წიგნში ”ისტორიის დასასრული”  გასული საუკუნის 90-იან წლებში  აღნიშნა, რომ სოციალიზმის დამხობასთან ერთად კაცობრიობის ისტორიაში თვისებრივად ახალი ერა დაიწყო და მეოცე საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების დამხობის შემდეგ ლიბერალურ დემოკრატიას ძლიერი კონკურენტები აღარ ეყოლებოდა.

 

კომენტარები