ეგვიპტე

ეგვიპტის არჩევნებში ისლამისტები იმარჯვებენ

ეგვიპტეში 28 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს ითვლიან. ბოლო რამდენიმე ათწლეულში იგი ქვეყნისთვის პირველ სამართლიან და თავისუფალ კენჭისყრას წარმოადგენს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი გამჭვირვალობის გამო მოიწონეს.

მართალია ჯერჯერობით ხმები საბოლოოდ დათვლილი არ არის, თუმცა მუსლიმურ საძმოს მაღალი უპირატესობით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. იგი ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაკისა და მისი წინამორბედების დროს აკრძალული იყო. ახლა კი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პოლიტიკურ ძალად იქცევა.

მუსლიმური საძმოს პოლიტიკური ფრთის, თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას სწორედ არჩევნების შედეგების მიხედვით დაკომპლექტებული პარლამენტი შექმნის. მისი მტკიცებით, კოალიციის შექმნას საკანონმდებლო ორგანოში უმრავლოსების მიერ ჩამოყალიბებული კაბინეტი სჯობს. ამან შესაძლოა ისლამისტებსა და მმართველ სამხედროებს შორის კონფრონტაცია გაზარდოს, რადგან ამ უკანასკნელთ პრემიერ-მინსიტრის დანიშვნა თავად სურთ.

 

კომენტარები