Hermitage Capital

სერგეი მაგნიტსკი შესაძლოა ცემით მოკლეს

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული  ადამიანის უფლებების საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სერგეი მაგნიტსკის საგამოძიებო იზოლატორში გარდაცვლის მიზეზი, შესაძლოა, რეზინის ხელკეტებით ცემა გახდა.

ფონდ Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც რუს ჩინოვნიკებს დიდი თანხების მიტაცებაში ადანაშაულებდა, იზოლატორში 2009 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

როგორც საბჭოს წევრმა, ვალერი ბორშევმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, უფლებადამცელებს ხელთ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მაგნიტსკის ცემის ფაქტს ადასტურებენ.  გარდა ამისა, იზოლატორში მისული სასწრაფო დახმარების ექიმები ამბობენ, რომ  მაგნიტსკი   იმაზე ადრე გარდაიცვალა , ვიდრე მისი სიკვდილის შესახებ  იზოლატორის თანამშრომლებმა   განაცხადეს. ამასთან,  გარდაცვლილი არ იმყოფებოდა ციხის საავადმყოფოში. ის ექიმებს  საკნის იატაკზე დახვდა. იქვე იყო ხელბორკილებიც.

დღეს საინვესტიციო ფონდმა Hermitage Capital -მა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით ”სერგეი მაგნიტსკის წამება და მკვლელობა. სახელმწიფოს ორგანოების მიერ დამალული სიმართლე”.

  

კომენტარები