გამოფენა

მოძრავი გამოფენა

დღეს, 28 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ მოძრავ გამოფენას „ვესაუბროთ ერთმანეთს - პირადი მოგონებები სომხეთისა და თურქეთის წარსულიდან“.

გამოფენის მიზანია საზოგადოებას გაუზიაროს თურქი და სომეხი ადამიანების მიერ მონათხრობი მოგონებები, მათივე ურთიერთგადაჯაჭვული წარსულის შესახებ.

ყოველივე წარმოდგენილი იქბება როგორც ტექსტებად, ასევე ვიდეო ჩანაწერებით.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც თურქი და სომეხი ხალხების საერთო წარსული ერთობლივად იქნება წარგენილი საზოგადოების წინაშე, მათი პირადი მოგონებების სახით.

 2009 წლის აგვისტოდან dvv international–ის მიერ ხორციელდება პროექტი თურქეთის და სომხეთის შერიგების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. საუკუნოვანი კონფლიქტის შემდეგ, დიალოგის არარსებობის პირობებში, პროექტი მიზნად ისახავს დააკავშიროს სომხეთისა და თურქეთის ხალხები ზრდასრულთა განათლების, კულტურათაშორისი გაცვლის და ზეპირი ისტორიების შესწავლის მეშვეობით.

პროექტს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო აფინანსებს.

მოძრაფი გამოფენას, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი 10 დეკემბრამდე უმაპსინძლებს.

 

კომენტარები