თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი იზრდება

2011 წლის ბიუჯეტში მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების 44, 6 მილიონი ლარით ზრდას ითვალისწინებს.  შედეგად, თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი წელს, გათვალისწინებული 660 მილიონი ლარიდან 704, 6 მილიონს მიაღწევს. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე  თავდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდის დეტალებით ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გადაწყვეტილება  უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებით ახსნა. მისი თქმით ბოლო წლებში, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მუდმივად იზრდებოდა, 2009 წლიდან კი შემცირება დაიწყო. ”  ცვლილებების პროექტით,  მიმდინარე წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები დამტკიცებულთან შედარებით 44, 6 მილიონი ლარით გაიზრდება , ეს არ არის აუცილებელი დონე თავდაცვის სამინისტროს ასიგნებისა, რაც საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის” - განაცხადა მინისტრმა.  

დღეს პარლამენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში   ცვლილებების პროექტს განიხილვას. ბიუჯეტი 213 მილიონი ლარით იზრდება.  

კომენტარები