კალინინგრადში რადიოსალოკაციო სადგური იხსნება

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა  მოითხოვა კალინინგრდაში გაიხსნას რადიოსალოკაციო სადგური, სარაკეტო თავდასხმის ადრეული აღმოჩენისთვის.   შესაბამისი ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მიიღო. მედვედევის განცხადებით, ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების არასასურველი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს უფლებას უარი თქვას განიარაღების სფეროში  და შეიარაღების კონტროლის სფეროში შემდგომ ნაბიჯებზე. 

რამდენიმე დღის წინ მედვედევმა დადო პირობა, რომ რუსეთი ”გონივრულ და საკმარის” პასუხს გასცემს აშშ-ს,   ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განლაგების გეგმასთან დაკავშირებით. 

კომენტარები