მომავალ წელს მლეთადან სტეფანწმინდისკენ 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყება, გვირაბის ამოქმედების შემდეგ თბილისიდან ლარსამდე გზა საგრძნობლად შემოკლდება. ამას გარდა, დამუშავების სტადიაშია გვირაბის პროექტი, რომელმაც ლენტეხიდან ზემო სვანეთისკენ გზა უნდა შეამოკლოს. დღეს კი რიკოთის განახლებული გვირაბი გაიხსნა. განახლებული ნიშნავს, რომ გვირაბის სავალი ნაწილი ასფალტ-ბეტონის საფარით გადაიგო, რიკოთის გვირაბში შეცვლილა ჰიდროიზოლაციის სისტემა, ასევე სავენტილაციო. ხანძარსაწინააღმდეგო და კანალიზაციის სისტემები, დამონტაჟებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათებისა და ელექტრო უზრუნველყოფის სისტემები, ვიდეო-კამარების საშუალებით გვირაბის გაკონტროლება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. რიკოთის განახლებული გვირაბი პრეზიდენტმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა გახსნეს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია სერიოზული გვირაბის აშენება რაჭაში. მისი განცხადებით, გვირაბების მშენებლობის გამოცდილება საქართველომ ექსპორტზე უნდა გაიტანოს და მსგავსი გვირაბების მშენებლობა სხვა ქვეყნებშიც დაიწყოს.
tbl.ge/tow
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ზესტაფონში გზები 8 თვეა გადათხრილია, ტენდერში გამარჯვებული საქმეს არ ასრულებს – GMC
- პრემიერი: 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურაზე 10 მილიარდ ლარს დავხარჯავთ
- ADB-ს $20 მილიონიანი სესხით ბათუმის სანაპირო ზოლი გამაგრდება
- ქალაქი გუმბათის ქვეშ - დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი მოლი აშენდება
- საქართველო მსოფლიო ბანკისგან $167.7 მილიონიან შეღვათიან სესხს მიიღებს