გავრცელებული ცნობებით , ბოლო 2 დღეში სულ ცოტა 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ეგვიპტეში, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს. ორშაბათს პოლიციამ კაიროს ტაჰრირის მოედნის დემონსტრანტებისგან გათავისუფლება ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით სცადა. კაიროს ცენტრში შეტაკებები დღესაც გრძელდებოდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინსიტრო იუწყება, რომ 1700-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. დემონსტრანტები მოითხოვენ, ქვეყანა სწრაფად გადავიდეს სამოქალაქო მმართველობაზე. ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები ერთ კვირაში უნდა გაიმართოს, არეულობა კი ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების ჩატარებას. ესაა ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლა ეგვიპტეში მუბარაკის მთავრობის დამხობის შემდეგ. გამოსვლები შაბათს დაიწყო. დემონსტრანტები შიშობენ, რომ დროებითი სამხედრო ხელმძღვანელობა არჩევნების შემდეგაც დარჩება ხელისუფლებაში.
tbl.ge/103u
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- აღმოაჩინეს თუ არა პირამიდების ქვეშ სვეტები და ქალაქი?
- ეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმას 1 ტურისტი ემსხვერპლა, 1 დაშავდა
- 20 წლიანი მშენებლობის შემდეგ ეგვიპტეში გიზას მუზეუმი სატესტო რეჟიმში გაიხსნა
- ეგვიპტეში უძველესი, ხელუხლებელი სამარხები და განძი აღმოაჩინეს
- ევროკავშირი ეგვიპტეს €7.4 მილიარდიანი ფინანსური პაკეტით დაეხმარება




