გამოფენა

“FlaM&Co” კაფე „გალერიში“

ხვალ, 22 ნოემბერს, 18:00 საათზე, კაფე „გალერიში“, “M&Co Consulting”-ის ორგანიზებით გაიმართება პროექტ “FlaM&Co”(ფლამენკო) - პრეზენტაცია.
ფლამენკო, ტრადიციული ესპანური მუსიკის და ცეკვის ჟანრი ანდალუსიაში წარმოიშვა და ის ხელოვნებასთან ასოცირდება.

გასულ წელს იუნესკომ ფლამენკოს კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

ხვალინდელი საღამოს იდეა ფლამენკოს შემოქმედებითი სულის წარმოჩენაა, საღამოს ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების, ნახატების და ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
პროექტში მონაწილეობას იღებენ: ირინა ხარატიშვილი, მაია მიქაშავიძე, ირაკლი წულაძე, დათო კვანტალიანი, გიორგი რუხაძე, ლევან გუჯიაშვილი, თათო ავალიშვილი, ლელა და გვანცა ხატიაშვილები და სხვა ცნობილი და დამწყები ხელოვანები.

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხებით კომპანია M&Co Consulting დაეხმარება დედა ბარბარეს და მისმიერ ნაშვილებ 5 მცირეწლოვან ბავშვს.

კომენტარები