მალხაზ გულაშვილი

მალხაზ გულაშვილი დაკავებულია

2011 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა მალხაზ გულაშვილი დააკავეს . მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტის გამო და ამას გარდა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იძებნებოდა. მასთან ერთად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 25 ოქტომბერს დააკავეს ძებნილი დავით გულაშვილიც.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. დავით გულაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო და ის გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც ჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" განხილვა ჩხუბში გადაიზარდა. ამის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. თავად მალხაზ გულაშვილი კი ცხინვალის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. მაშინ, მან ქართველ ჟურნალისტებს, სწორედ ცხინვალიდან აცნობა, რომ თბილისიდან გაქცევა მას შემდეგ მოუხდა, რაც მის შვილს ”გაუპატიურება დაუპირეს”.

მალხაზ გულაშვილი ხელმძღვანელობდა” სახალხო- მართლმადიდებლურ ორგანიზაციას”, რომელმაც 2010-ის გაზაფხულზე თბილისში მოითხოვა ”თავისუფლების ინსტიტუტის ” აკრძალვა, რადიკალური ორგანიზაციის წვერები ”თავისუფლების ინსტიტუტს” უწოდებდნენ ”მკრეხელურს”, ”ანტი-მართლმადიდებლურს”. გულაშვილის ორგანიზაციის წევრები ასევე თავს დაესხნენ მოქალაქეებს, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერ აქციას მართავდნენ.

კომენტარები