ობამას ადმინისტრაცია ”ურყევია თავის ვალდებულებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ტომი ვიეტორმა, კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერის ჯონ ბეინერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. Heritage Foundation–ში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „გადატვირთვის რისკები“ გამოსვლისას, ბეინერმა ადმინისტრაციას მოუწოდა, რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას გადახედოს და ამ ქვეყნის WTO-ში მიღებას მხარი არ დაუჭიროს, სანამ მოსკოვი თბილისთან სადავო საკითხებს არ მოაგვარებს.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, როგორც კერძო არხებით, ისე საჯარო განცხადებებში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას WTO-ში, სანამ რუსეთი და საქართველო არ მიაღწევენ შეთანხმებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა ტომი ვიეტორმა.
ამავე დისკუსიაზე გამოსვლისას აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთთან აშშ–ის დიალოგის მთავარი საკითხია „ყველა დონეზე“.
„ჩვენ ვაღიარებთ მის საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ამის თაობაზე ნათლად განვაცხადეთ რუსეთთან. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ უთანხმოება გვაქვს. როგორც ყოველთვის ვამბობდით გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითანამშრომლებთ და ვიმუშავებთ ერთად, სადაც შეგვიძლია, მაგრამ აბსოლუტურად ნათელი პოზიცია გვექნება იქ, სადაც ვერ ვთანხმდებით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
გასულ კვირაში ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა ობამას ადმინისტრაციას მოუწოდა სრულად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები WTO-ში რუსეთის წევრობაზე თანხმობის მიცემამდე. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის და ვაჭრობის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილ წერილში სენატორები როი ბლანტი და ჯეიმს ინჰოუფი აღნიშნავენ, “გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა საბაჟო პროცესის მეშვეობით მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის რაიმე ნიშნის შენარჩუნებას მაინც”.
„ამგვარი აღიარების გარეშე, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა რუსეთის მიერ იარაღის ძალით დაკანონებული ახალი საზღვრის საერთაშორისო რატიფიცირების ტოლფასი იქნება. ვერ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება ასეთი შედეგი შედიოდეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში”, - ნათქვამია სენატორების წერილში.