ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი საქართველოზე, რომლის თანათავმჯდომარეები ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ლინდსი გრეჰემი არიან, ანგარიშს აქვეყნებს სახელწოდებით `საქართველო დასავლეთში - პოლიტიკური საგზაო რუკა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისაკენ~. ანგარიში აფასებს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას საქართველოს მიმართ და რეკომენდაციებს აწვდის აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიზაციასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 90-იან წლებში უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა იმ მოსაზრებას, რომ ბალტიის სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ. თუმცა, თავად ამ ქვეყნების მცდელობებმა და სიცხადემ დასავლეთის პოლიტიკაში (განსაკუთრებით აშშ-ის) ეს, ერთი შეხედვით, რადიკალური იდეა, ბუნებრივ შედეგად აქცია. დასავლეთის მხარდაჭერა გახდა სტიმული მტკივნეული რეფორმებისთვის, ხოლო რუსეთის წინააღმდეგობა განეიტრალდა.
ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც თან ახლავს ოკუპანტი რუსეთის შიდა ზეწოლა და ქვეყნის დესტაბილიზების მცდელობები, საქართველოს მნიშვნელოვანი ტესტის წინაშე აყენებს. ერთი მხრივ, მან უნდა გააგრძელოს დემოკრატიზაცია. მეორე მხრივ კი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა გააორმაგონ საქართველოს მხარდაჭერის მცდელობები, მათ შორის 2012 წლის მაისის ნატოს სამიტზე, რომელიც ჩიკაგოში გაიმართება.
ანგარიში მთელ რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს დასავლეთს, ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვის სტიმულირებისთვის . მათ შორისაა: გააგრძელონ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, გახადონ რუსეთი პასუხისმგებელი საქართველოს ოკუპაციაზე და დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აქ ერთ-ერთი შეთავაზებაა ნეიტრალური საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების განთავსება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეკომენდაციებს შორისაა საქართველოს მხარდაჭერაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.