ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფის ანგარიშში-საქართველო დასავლეთში - პოლიტიკური საგზაო რუკა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისაკენ, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა უსაფრთხოების საკითხებს. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები ამერიკელი სენატორები - დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი არიან. ისინი აშშ-ს და რიგ შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს უსაფრთხოების მიმართულებით მთელ რიგ რეკომენდაციებს აწვდიან.
ავტორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ამერიკამ მოკავშირეებთან ერთად უფრო აქტიური დიპლომატია აწარმოოს რუსეთთან და მას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება აიძულოს. ისინი საუბრობენ ნეიტრალური საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების განთავსების მიზანშეწონილობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ავტორები აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოების სხვა მიმართულებებით მხარდაჭერის მნიშვნელეობაზე მიუთითებენ. მაშინ, როცა საქართველოსთვის არ არსებობს უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, გარდა ფსიქოლოგიური და დიპლომატიური მხარდაჭერის გაძლიერებისა, ისინი ამერიკას პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ავტორები სამ მნიშვნელოვან მიმართულებას აღნიშნავენ: 1) ქართული ჯარების გაწვრთნას კოალიციური ოპერაციებისთვის 2) NATO-ს პროგრამა - პარტნიორობა მშვიდობისთვის - საწვრთნელი ცენტრის მხარდაჭერა 3) ახლო მომავალში, ავღანეთიდან სამხედო ძალებისა და ტექნიკის საქართველოს გავლით გადმოტანისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მომავალში გამოყენებული შეიძლება იქნას, როგორც რეგიონული ცენტრი ცენტრალური აზიის მისაწვდომად.
ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის პროცესის აღდგენაც. სენატორების თქმით, ახალი შეიარაღება დაეხმარება საქართველოს უკეთ დაიცვას თავი და უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა NATO-ს ოპერაციებში. ამ საკითხზე ამერიკამ, ავტორების თქმით, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად უნდა იმუშაოს. აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივი აღდგენა უკვე მოხდა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა, 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ-მ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის შეიარაღების კომერციულ მიყიდვას. მან ნატო-ს ქვეყნებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
მოხსენებაში სენატორები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) თანამშრომლობაზე და მათთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის გაძლიერებაზე საუბრობენ. ეს დაეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ უკეთ იყოს ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე.
მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს. სენატორები ამერიკის მთავრობას NATO-ს მომავალ სამიტზე ჩიკაგოში პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.