საკვირაო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ახალი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის შესახებ, საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე საბოლოო სიტყვა თქვა. მსოფლიო საეკლესიო კრება მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ინსტანციას წარმოადგენს და ათასწლეულზე მეტია არ ჩატარებულა. ილია მეორემ საკუთარ პოზიციას ”ოქროს შუალედი” უწოდა.
”კონსტანტინეპოლის პატრიარქი გამოვიდა წინადადებით საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარების შესახებ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არ შეიძლება კრების გამართვა იმ დრომდე, სანამ პრობლემები მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არ იქნება გადაწყვეტილი” განაცხადა კათალიკოსმა.
ტაბულა უკვე წერდა მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ სხვადასხვა მოუგვარებელ პრობლემაზე. მაგალითად, პატრიარქი ბართლომეოსი თვლის, რომ იმ ტერიტორიებზე სადაც არ ვრცელდება არც ერთი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია, მრევლის დამწყემსვა სწორედ მისი პრივილეგიაა. ხოლო რუსეთში მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გეოგრაფიულ იურისდიქციებს მიღმა, მრევლი შესაძლოა ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას ჰყავდეს და შესაბამისად, მათი დამწყემსვა მხოლოდ ერთი საპატრიარქოს პრივილეგია არ იყოს.
ამ და სხვა პრობლემების გადასაწყვეტად მსოფლიო პატრიარქი ეკლესიაში უზენაესი ავტორიტეტის - მსოფლიო კრების მოწვევას გეგმავს, თუმცა რუსეთის და როგორც უკვე ცნობილია - საქართველოს საპატრიტრიარქოები ამ წამოწყებას ეწინააღმდეგებიან. რუსეთის საპატრიარქოს კიდევ ერთი წინააღმდეგობის მიზეზი, კრებაზე განსახილველ საკითხთა შორის, ავტოკეფალიის მინიჭების წესზე არსებული უთანხმოებაა. მოსკოვში შიშობენ, რომ კრების მეშვეობით შესაძლოა უკრაინის ავოტკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, საბოლოოდ მიიღოს თვითმწყემსობის უფლება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსგან.