ნატო ავღანეთში

ფრანგი სამხედროები ავღანეთს ტოვებენ

საფრანგეთმა ავღანეთიდან 200 სამხედრო უკვე გამოიხმო. ,,იმ ტერიტორიებს, სადაც ჩვენი სამხედროები არიან განლაგებული, ავღანეთის ჯარი გააკონტროლებს’’- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. ავღანეთში საფრანგეთის 4,000 ჯარისკაცი მსახურობს, აქედან 75 საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა.

NATO-ს გეგმის თანახმად, საფრანგეთს, შობამდე, კიდევ 200 სამხედრო დაუბრუნდება. ჯარების გაყვანის თაობაზე საჯარო განცხადება ამერიკამ, ბრიტანეთმა და ბელგიამაც გააკეთა. ამერიკა 2012 წლამდე ავღანეთიდან 33 ათასი ჯარისკაცის გამოყვანას გეგმავს.

 

 

კომენტარები