ნატო ავღანეთში

ავღანეთის ოპერაციის დაწყებიდან 10 წელი გავიდა

დღეს ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 10 წელი გავიდა. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო კამპანიამ  (რომელშიც მათ ავღანელი მოკავშირეებიც ეხმარებოდნენ)  მიზანად დაისახა  თალიბების მმართველობის დასრულება  და 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებზე პასუხისმგებელი ალ-ყაიდას ისლამისტი მეამბოხეების შეპყრობა .  ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში თალიბების რეჟიმის დამხობა მოხერხდა , რის შემდეგაც ავღანეთში  მუშაობა დაიწყო  აშშ-ს მიერ მხარდაჭერილმა ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის მეთაურობით.
თუმცა, ათი ათასობით ამერიკული, NATO-სა და ავღანური ჯარები კვლავაც ებრძვიან  ამბოხებულებს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ სათანადოდ არ ფუნქციონირებს  სახელმწიფო ინსტიტუტები ,  ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტიები კვლავაც დაბალია.
ავღანეთის ოპერაციის ათი წლის თავთან დაკავშირებულ გავრცელებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ დღემდე ქვეყნისთვის გამოყოფილი 57 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებით მოხერხდა საავადმყოფოების, კლინიკების, სკოლების აშენება.



ავღანეთის ოპერაციამ ათასობით ავღანელისა და 2,700 უცხოელი ჯარისკაცის, მათ შორის 1700 ამერიკელის, სიცოცხლე იმსხვერპლა.  ავღანეთის სამშიდობო ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული საქართველო. იქ  ,  მოვალეობის შესრულებისას  ათამდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.
ქვეყანაში დღეს საერთო  ჯამში   140 000 უცხოელი ჯარისკაცი იმყოფება , მათ შორის 100 000 ამერიკელია.  2014 წლისთვის იგეგმება  ავღანეთიდან მათი გამოყვანა, რის შემდეგაც ქვეყანაში უსაფრთხოების კონტროლზე   პასუხისმგებლობას ავღანელი სამხედრო ძალები აიღებენ.

 

კომენტარები