ავღანეთში საქართველო კიდევ ერთ ბატალიონს გაგზავნის, რის შემდეგაც ნატოს არაწევრ სახელმწიფოთაგან ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ISAF-ის ოპერაციაში. პარლამენტმა პრეზიდენტის თხოვნას ქვეითთა დამატებითი ბატალიონის გაგზავნაზე დღეს 103 ხმით ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
საქართველოს ავღანეთში ამჟამად 936 სამხედრო ჰყავს. ახალი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ მათ კიდეც 749 ჯარისკაცი დაემატებათ, რაც სულ 1685 სამხედროს შეადგენს. ამჟამად არაწევრ სახემწიფოთაგან ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავსტრალიაა. მას 1 550 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთის ოპერაციაში.
საქართველო ISAF-ის ოპერაციაში 2004 წლიდან მონაწილეობს. ავღანეთში სხვადასხვა დროს სულ ათი ქართველი სამხედრო დაიღუპა.




