ამერიკის შეერთებული სტატების სენატში რესპუბლიკელებმა პრეზიდენტ, ბარაკ ობამას დასაქმების/სამსახურების (Jobs Bill) კანონპროექტი პროცედურული კენჭისყრის დროს დაბლოკეს.
ორმოცდათექვსმეტმა რესპუბლიკელმა ორ დემოკრატ სენატორთან ერთად 447 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის მიღება დააბრკოლეს.
პაკეტმა 100 ადგილიან სენატში დასამტკიცებლად საჭირო 60 ხმა ვერ მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა კი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმეკვირიანი კამპანია მოაწყო, რათა აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში გაეტანა.მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა . ობამას განხცადებით, აღნიშნული კენჭისყრა ამ ბრძოლის დასასრულს არ ნიშნავს“.
კანონპრეოქტი მოიცავს 175 მილიარდი დოლარის გამოყოფას ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივი მთავრობების დასახმარებლად. იგი ასევე ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას მუშებისა და ბიზნესისთვის. რესპუბლიკელების მტკიცებით, აღნიშნული დანახარჯების უმეტესი ნაწილის გაღება მხოლოდ მდიდარ მოსახლეობას მოუწევს.
აღსანიშანვია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე 9,1%-ს აღწევს. ობამას მტკიცებით კი მის მიერ ინიცირებული პროექტი 1,9 მილიონ სამსახურს წარმოქმნის.