დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა ერიკ ფურნიემ ფინანსურ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ოქმის თანახმად, ფრანგული მხარე 18 მილიონ ევროს გამოყოფს მესტიაში საერთაშორისო სტანდარტების სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, საუბარია მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიების შესაბამისი საბაგირო გზების დამონტაჟებაზე, რაც მესტიის რეგიონს, სამთო-სათხილამურო სპორტის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.
ფინანსთა მინისტრის თქმით, გარდა თანამედროვე ტექნიკისა, საფრანგეთის მხარე საქართველოს ასევე დაეხმარება რეგიონის გრძელვადიანი განვითარების გეგმის მომზადებასა და განხორციელებაში. რაც გულისხმობს მესტიაში სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონის პოპულარიზაციას და სიღარიბის დონის შემცირებას.
ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა საკითხებზეც, მათ შორის ART 72 -ის ტიპის თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე . აღნიშნული თვითმფრინავები თბილისიმესტია-თბილისის მიმართულებით განახორციელებენ ფრენებს.