ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაბადების დღესთან დაკავშირებით გროზნოს ჰოლივუდის ვარსკვლავები ჟან -კლოდ ვან დამი და ჰილარი სვონკი ეწვიან და მათთან ერთად მევიოლენე ვანესა მეი. კადიროვს გუშინ შეუსრულდა 35 წელი და გრანდიოზული წვეულება გადაიხადა, რომელსაც რუსი მსახიობები და პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, წვეულება გროზნოს ცენტრში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ჰილარი სვონკიმ კი კადიროვს უმღერა "Happy Birthday, Mr. President!".
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს და მას მწვავედ აკრიტიკებენ უფლებადამცველები.
ხელოვანები კადიროვთან




