უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა მოუწოდა კინოს და შოუ-ბიზნესის ”ვარსკვლავებს” არ მიიღონ ჰონორარი და საჩუქრები გროზნოში 5 ოქტომბერს ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო. ამ დღეს ჩეჩნეთის დედაქალაქში ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაბადების დღე აღინიშნა. წვეულებაზე იყვნენ მსახიობები ჟან კლოდ ვანდამი, კევინ კოსტნერი, ჰილარი სვონკი და მევიოლინე ვანესა მეი. უფლებადამცველები ”ვარსკვლავებს” აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მათთვის არაფერს ნიშნავს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების რღვევის უამრავი ფაქტი. Human Rights Watch ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობას კადიროვს აკისრებს.
tbl.ge/12ra
დაკოპირდა




