ამერიკელმა ოსკაროსანმა მსახიობმა ჰილარი სვონკიმ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ 5 ოქტომბერს გროზნოში დაესწრო ამ ქალაქის დღისა და ამავდროულად, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას. ეს მას შემდეგ მოხდა , რაც კინოსა და შოუ- ბიზნესის ვარსკვლავები მკაცრად გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა გროზნოში კადიროვის დღესასწაულში მონაწილეობის გამო. ჰილარი სვონკი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ამ კაცის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და წინასწარ არ იყო კარგად ინფორმირებული გროზნოში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველები რამზან კადიროვს ადამიანის გატაცებებსა და მკვლელობებში ადანაშაულებენ.
tbl.ge/ll2
დაკოპირდა




